სამოქალაქო დაუმორჩილებლობა

სამოქალაქო დაუმორჩილებლობა
ადამიანის უფლებათა დაცვის ერთ-ერთი ალტერნატიული საშუალებაა და, როგორც ისტორიამ ნათლად დაგვანახვა, ეს საკმაოდ ეფექტური ზომაა სხვა საშუალებების ნაკლოვანებათა გამოსასწორებლად. სამოქალაქო დაუმორჩილებლობის იდეა მუშავდებოდა და გამოიყენებოდა ანტიკური დროიდან, იმ პერიოდში, როდესაც ეროვნული თუ საერთაშორისო საშუალებები არ არსებობდა. თუმცა მე-19 საუკუნემდე მას აკლდა „სამოქალაქო“ ელემენტები და იგი აღიქმებოდა, როგორც კანონისადმი უბრალო დაუმორჩილებლობა. დღეს სამოქალაქო დაუმორჩილებლობას ოდნავ განსხვავებული კვალიფიკაცია მიენიჭა. კანონისადმი დაუმორჩილებლობა ჯერ კიდევ ძველი საბერძნეთის დროიდან აღვივებდა ფართო ინტერესს. დაუმორჩილებლობის დილემა აღწერილია მითოლოგიაში, ტრაგედიებსა და რელიგიურ მოძღვრებებში. იურიდიული და პოლიტიკური თეორიების თვალსაზრისით, ეს საკითხი მჭიდროდაა დაკავშირებული ბუნებითი სამართლის ფილოსოფიასთან, კერძოდ, დაწერილი კანონის ქმედითობასთან ბუნებრივ ფასეულობებთან კავშირში. არისტოტელე, სოკრატე, წმინდა თომა აკვინელი და წმინდა ავგუსტინი ამართლებდნენ დაუმორჩილებლობას, თუკი დაწერილი კანონი არ შეესაბამებოდა ბუნებით სამართალს. ლოკი აღიარებს დაუმორჩილებლობის შესაძლებლობას, თუკი სახელმწიფო არღვევს სოციალური კონტრაქტით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. მე-19 საუკუნეში ჰენრი დევიდ ტორომ ერთ-ერთი ეპოქალური ნამუშევარი შექმნა დაუმორჩილებლობის დარგში და შემოიტანა ტერმინი “სამოქალაქო”. მე-20 საუკუნეში დაუმორჩილებლობის იდეა ფართოვდება და აქტიურად ინერგება. მაჰათმა განდისა და მარტინ ლუთერ კინგის ნამუშევრებმა დიდი წვლილი შეიტანა იდეის განვითარებაში. გარდა ამისა, რამდენიმე სხვა გამოჩენილმა ფილოსოფოსმა, როგორებიც არიან ჯონ როულზი, რონალდ დვორკინი, ჰუგო ადამ ბედო და ჰანა არენდტი, წარმოადგინა თავისი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით. სამოქალაქო დაუმორჩილებლობის იდეის მომხრეები ამტკიცებენ, რომ სამოქალაქო დაუმორჩილებლობა, გარკვეული კვალიფიკაციით, შეიძლება ხელს უწყობდეს დემოკრატიულ პროცესებს, თუმცა ოპონენტები მისი უარყოფისას ძირითადად არგუმენტად ასახელებენ მასობრივი უკანონობის საშიშროებას. უკანასკნელი დროის მოვლენებმა სერბეთში, საქართველოში და მიმდინარე პროცესებმა უკრაინაში კიდევ უფრო ინტენსიური გახადა ეს დებატები პოლიტიკურ წრეებშიც. სამოქალაქო დაუმორჩილებლობა შეიძლება გამართლებული იყოს ყველანაირი პოლიტიკური წყობის პირობებში, თუ მას სისხლისღვრა არ მოჰყვება.
Source: აქტიური მოქალაქეობის სახელმძღვანელო / [რედ.: თამარ ასათიანი, აკაკი მინაშვილი] - [თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2005

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Нужно сделать НИР?

Полезное


Смотреть что такое "სამოქალაქო დაუმორჩილებლობა" в других словарях:

  • ენტონი სუზან ბ. — 1820 წელს დაიბადა. მას, როგორც კვაკერს, ბევრად მეტი უპირატესობა გააჩნდა, რადგანაც კვაკერებს ქალთა და მამაკაცთა შორის თანასწორობის ძლიერი ტრადიცია ჰქონდათ. მამამისი ძალზედ ეხმარებოდა თავის ქალიშვილებს და ცდილობდა მათთვის საუკეთესო განათლება მიეცა …   Georgian encyclopedia

  • მაჰათმა განდი — 1869 წელს ინდოეთში, შეძლებულ ოჯახში დაიბადა. მამამისს ადგილობრივ პროვინციაში მაღალი თანამდებობა ეკავა. ის პრინციპულ ადამიანად იყო ცნობილი. განდი მისი მეოთხე ვაჟი გახლდათ, რომელიც მეოთხე ცოლისაგან შეეძინა (პირველ სამი გარდაეცვალა). ყველაზე თბილი… …   Georgian encyclopedia

  • საგადასახადო ამნისტია — წარმოადგენს საკმაოდ წინააღმდეგობრივ ფისკალურ მექანიზმს. საგადასახადო ამნისტიის პირველადი დანიშნულებაა გადასახადების ამოღების სწრაფი გაუმჯობესება. ამან შესაძლოა, ან გაამართლოს, ან არა, რადგან გადასახადების გადამხდელებს შეექმნებათ ილუზია მომავალი… …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»